17 აპრილი 2024,   02:19
ვრცლად
„მისი გაშვება ალბათ არის რუსული იმპერიალიზმის ნაწილი" - სემინარიის სტუდენტები გოჩა ბარნოვს მხარდაჭერას უცხადებენ

სასულიერო სემინარიის სტუდენტები გოჩა ბარნოვის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაზე საუბრობენ და მიმდინარე პროცესებში რუსული იმპერიალიზმის ნიშნებს ხედავენ. ისინი დღეს სასულიერო აკადემიის შენობასთან შეიკრიბნენ, სადაც აკადემიური საბჭოს სხდომა გაიმართა. მათი თქმით, ბარნოვი სემინარიის სტუდენტების განვითარებას ცდილობდა. მათი თქმით, სემინარიაში კი პირიქით, განათლების შესაძლებლობას ხელს უშლიან. 

„მისი გაშვება ამ კუთხით, ალბათ არის სრული იმპერიალიზმის რაღაც ნაწილი. მე ყველა საკითხში ვემხრობი გოჩა ბარნოვს. ის საუბრობდა იმაზე, რომ სტუდენტები უნდა წასულიყვნენ საზღვარგარეთ სასწავლებლად, მიეღოთ იქ განათლება, რათა უფრო მდიდრები დაბრუნებულიყვნენ ამ კუთხით. ამ ყველაფერს როდესაც უშლი ხელს და ამ ყველაფერს უარყოფ, შენ ხარ იმის ნაწილი, რომ არ გინდა განვითარდე, არ გინდა განავითარო შენი სტუდენტები, არ გინდა მისცე განათლების მეტი შესაძლებლობა და ამ შემთხვევაში გოჩა ბარნოვი იბრძვის სამართლიანობისთვის და იბრძვის პროგრესისთვის,“-აცხადებს სემინარიის ერთ-ერთი სტუდენტი.

სტუდენტები ამბობენ, რომ სასულიერო სემინარიაში თავისუფალი აზრი იდევნება. მათი თქმით, სწორედ ამ მიზეზით ხშირია სტუდენტების ადმინისტრაციასთან დაპირისპირება.  

„წინა წელს ჩემს მეგობრებთან ერთად ვუპირისპირდებოდით ადმინისტრაციას და ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას შორის ვასახელებდი ზუსტად ამას, რომ თავისუფალი აზრი სასულიერო სემინარიაში რეალურად იდევნება, ადმინისტრაციის, ასე ვთქვათ, ოფიციალურ ხაზს არ ეთანხმება და ნებისმიერი აზრი ექვემდებარება ტერორს, აკრძალვას და ცენზურას“-აცხადებს სემინარიის სტუდენტი.

დღის ამბები