19 აპრილი 2024,   06:09
ვრცლად
მმართველი გუნდის მორიგი წყალგამყოფი - ნაცვლიშვილი საპენსიო რეფორმაზე მხარდაჭერის არ მიღების შემთხვევაში უმრავლესობის დატოვებას აანონსებს 

თუ ამ დიდ რეფორმას მხარს არ დაუჭერენ, მე მივიღებ გადაწყვეტილებას - საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით შეუთანხმებლობის შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ნაცვლიშვილი გუნდიდან წავა. 

ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საპენსიო რეფორმა ყველაზე დიდი საკანონმდებლო ცვლილებაა.

„ ეს არის მართლა ჩემი გადმოსახედიდან უნიკალური შანსი, რომ დიამეტრიულად შეიცვალოს სოციალური პოლიტიკა ქვეყანაში. ამიტომ, მე თუ მხარდაჭერა არ მექნება ჩემი, ამ შემთხვევაში, გუნდის მხრიდან ე.ი. აქ ცხადია განსხვავებები, რომელიც არსებობს, იმიტომ, რომ ეს არ არის პატარა მასშტაბის რეფორმა, ეს არის ყველაზე დიდი რეფორმა და ყველაზე დიდი საკანონმდებლო ცვლილება, რომელსაც ამ ორი წლის განმავლობაში ადგილი ჰქონდა საქართველოს პარლამენტში და ამიტომ ე. ი. განსხვავებები არის ძალიან დიდი და აქედან გამომდინარე, მე მივიღებ გადაწყვეტილებას“,-ამბობს ნაცვლიშვილი.

პარლამენტი ამ წუთებში საპენსიო რეფორმაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივას განიხილავს.

დღის ამბები