19 აპრილი 2024,   11:41
ვრცლად
ხელისუფლებას არ აქვს ნება, რომ გაათავისუფლოს სასამართლო პოლიტიკური დიქტატურისგან - სამადაშვილი

ხელისუფლებას არ აქვს ნება, რომ გაათავისუფლოს სასამართლო პოლიტიკური დიქტატურისგან - აცხადებს საპარლამენტო ოპოზიციის წევრი სალომე სამადაშვილი სასამართლო სისტემის ირგვლივ მიმდინარე პროცესების შეფასებისას.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში რომელიმე დეპუტატი გულწრფელად წუხდეს სასამართლოზე. სამადაშვილი დარწმუნებული, რომ ხელისუფლების ყველა წარმომადგენლისთვის მოსამართლეების საკითხით პოლიტიკურ მანიპულაციაა და ამ თემას საკუთარი მიზნების განსახორციელებლად იყენებს.

"მოსამართლეების თემა გამოიყენება უმრავლესობის შიგნით სხვადასხვა დაჯგუფებების მიერ საკუთარი გავლენის მოსაპოვებლად დას გასამყარებლად. არ მგონია,რომ ვინმეს აქვს გულწრფელი  მოტივაცია უმრავლესობაში რომ ჩვენ მივიღოთ მართლაც დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, იმიტომ რომ ამისთვის ხელისუფლებას  ჰქონდა შვიდი წელიწადი და ვნახეთ, რომ დღეს სასამართლო კვლავ პოლიტიკური დიქტატის ქვეშ არის.

"შესაბამისად დღევანდელი ხელისუფლების პიროებებში არ მოველი, რომ რაიმე ნაბიჯებს ვნახავთ, რომელიც გაათავისუფლებს სასამართლო სისტემას და მისცემს დამოუკიდებლობას,იმიტომ რომ შემდგომი არჩევნების მოლოდინში მნიშვნელოვანია ხელისუფლებისთვის ჰყავდეს მორჩილი სასამართლო, რომელიც მიეხმარება პოლიტიკური მიზნების განხორციელებაში,"-აცხადებს სამადაშვილი.

იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებისთვის დეპუტატების ინიციატივა, რომელიც “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას ითვალისწინებს და პირველ და მეორე ინსტანციაში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2025 წლამდე გადავადებას გულისხმობს, კატეგორიულად მიუღებელია.

ინიციატივის ავტორი ეკა ბესელიაა, ცვლილებების პროექტს ხელს 9 დეპუტატი აწერს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები