25 აპრილი 2024,   07:52
ვრცლად
"თურმე არ გავუშვივარ სასწავლებლიდან, როგორც მითხრეს უბრალოდ აზრი გამოითქვა“ - გოჩა ბარნოვი

თეოლოგ გოჩა ბარნოვის მწვავე განცხადებები სასულიერო სემინარიაში დაპირისპირების მიზეზი ხდება. გოჩა ბარნოვის კრიტიკული განცხადებები კი შეეხებოდა როგორც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს, ისე საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებს.

შესაძლოა მისი გამოსვლების გამო, თეოლოგ გოჩა ბარნოვს სასულიერო სემინარია დაატოვებინონ. ამ საკითხზე დღეს აკადემიური საბჭოც მსჯელობდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული. ბარნოვის საკითხს სემინარიის ადმინისტრაცია ხუთშაბათს დაუბრუნდება.

„გაუგებრობა გამოიწვია მათი მხრიდან იმ ფრაზამ, რაც მე დავწერე უკრაინის „ინტერპრესნიუსთან“ მიცემულ ინტერვიუში, რომ არაჯანსაღ აზრზე იქნება ის, ვინც არ დაუჭერს მხარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას. შეიძლება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს იყო ცოტა მკაცრი ტონი, მაგრამ აქ შეურაცხყოფა არც ერთი პატრიარქის არ არის. იმიტომ რომ იქ პიროვნულად მე არავინ მყავს მოხსენიებული. არც ერთ პატრიარქს, რუსეთის გარდა, გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს ჯერ. მითხრეს, რომ თურმე არ გავუშვივარ მე სასწავლებლიდან, როგორც მითხრეს უბრალოდ აზრი გამოითქვა,“ - განაცხადა გოჩა ბარნოვმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები