25 აპრილი 2024,   20:46
ვრცლად
ღია ომი "ქართულ ოცნებაში" -ვანო ზარდიაშვილმა ეკა ბესელიას კვალიფიკაცია და კონსტიტუციის ცოდნა დაუწუნა

ღია ომი "ქართულ ოცნებაში" ისევ პარლამენტის დერეფნებში ბრუნდება. ეკა ბესელიას წინადადება მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ, ახალი კონფლიქტის მაპროვოცირებელი გახდა. დღეს ასპარეზზე სკანდალური დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი გამოჩნდა, რომელმაც იურისტ ბესელიას უთხრა, რომ მან კონსტიტუცია არ იცის. ირაკლი კობახიძის დაჯგუფების დეპუტატმა დღეს დემარშით წასული იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე პირველკურსელ სტუდენტს შეადარა. ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, ვანო ზარდიაშვილი კამერების წინ საკუთარი სურვილით ერთადერთი მიზნით გამოჩნდა-გაეკრიტიკებინა ეკა ბესელია.

კიდევ უფრო მწვავე იყო ეკა ბესელიას პასუხი. მისი თქმით ვანო ზარდიაშვილს არც იურისტის კლასი და არც კვალიფიკაცია გააჩნია.

ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეები განმარტებებს თანაგუნდელებისგან ითხოვდნენ, არის თუა არა ზარდიაშვილის პოზიცია "ქართული ოცნების" საერთო პოზიცია მოსამართლეების საკითხზე.

ეკა ბესელიას და საპარლამენტო უმრავლესობიდან კიდევ 8 დეპუტატის ინიციატივა მოსამართლეთა უვადოდ გამწესების 2025 წლამდე შეჩერებას გულისხმობს. პარლამენტის თავმჯდომარეს ღიად არ უთქვამს რომ უმრავლესობის უმრავლესობა მხარს ამ კანონპროექტს არ დაუჭერს, თუმცა მიანიშნა, რომ მოსამართლეთა დანიშვნის რამდენიმე წლით გადადება სასამართლო სისტემის ფუნქციონირებას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.

ამავე თემაზე
დღის ამბები