23 აპრილი 2024,   15:51
ვრცლად
უპასუხოდ დატოვებული კითხვები - "ოცნების" დეპუტატებმა მესამე სექტორთან შეხვედრის დროს დარბაზი დემონსტრაციულად დატოვეს

ბიძინა ივანიშვილის გუნდი სასამართლოს გადარჩენის გზებზე მიმდინარე მსჯელობას ეთიშება. შეხვედრა, რომელსაც სამოქალაქო სექტორისა და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ანრი ოხანაშვილმა და დავით მათიკაშვილმა დასრულებამდე დატოვეს. დეპუტატები დარბაზიდან იმ დროს გამოვიდნენ, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები მათთვის კითხვების დასასმელად ემზადებოდნენ. რატომ აქცევს ივანიშვილის გუნდი სასამართლოს მათი გავლენის ქვეშ და როგორ უნდა გადარჩეს სასამართლო მორჩილი მოსამართლეებისგან - ეს კითხვები დღეს საპარლამენტო უმრავლესობამ პასუხგაუცემელი დატოვა.

სასამართლოს მმართველი პარტიის მარწუხებში მოქცევა შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის გუნდისთვის საბედისწერო შეცდომა აღმოჩნდეს. სამოქალაქო საზოგადოებამ დღეს ქუჩაში გამოსვლა დააანონსა.

საინფორმაციო ომს, ომით უპასუხეს მოსამართლეების ერთმა ნაწილმა. დღეს იუსტიციის საბჭოს წევრები, თბილისის საქალაქო სასამართლოში ყველაზე დიდ დარბაზში შეიკრიბნენ და ღია იერიში მიიტანეს იმ ადამიანებზე, ვინც სასამართლო სისტემას აკრიტიკებს. მოსამართლეების ბრალდების ადრესატები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი აღმოჩნდნენ. კრიტიკის ობიექტი გახდა ეკა ბესელიაც.

სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან მოსამართლეებმა დღეს საკანონმდებლო ხელისუფლებას მიმართეს - 9 დეპუტატის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო წინადადებას მხარი არ დაუჭირონ და მოსამართლეების უვადოდ გამწესების პროცესი არ შეაჩერონ.
 

დღის ამბები