20 აპრილი 2024,   07:20
ვრცლად
სუიციდის მცდელობა "რუსთავი 2"-ის შენობასთან - ზესტაფონიდან ჩამოსულმა შუახნის მამაკაცმა ვენები გადაიჭრა

სუიციდის მცდელობა "რუსთავი 2"-ის შენობასთან. შუახნის მამაკაცმა, რომელიც ზესტაფონიდან ჩამოვიდა, ვენები გადაიჭრა. მანამდე კი მან წერილი დაწერა, რომლის მიხედვითაც ზესტაფონის პოლიციის თანამშრომლებს ზეწოლაში ადანაშაულებდა.

მამაკაცმა "კურიერის" გადამღებ ჯგუფთან ბევრი არაფერი თქვა, მხოლოდ ის განაცხადა, რომ ამ მდგომარეობამდე ყოფილმა და მოქმედმა სამართალდამცველებმა მიიყვანეს. მ

ისივე ნაამბობიდან ირკვევა, რომ ეს თვითმკვლელობის მცდელობის პირველი შემთხვევა არ არის. დაზარალებულ მამაკაცს დახმარება "რუსთავი 2"-ის დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა აღმოუჩინეს, რომლებმაც ფაქტის შესახებ პოლიციას შეატყობინეს, მანამდე კი დასახმარებლად სასწრაფო გამოიძახეს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

დღის ამბები