25 აპრილი 2024,   11:08
ვრცლად
გაზით მოწამლულების და გარდაცვლილების შესახებ არსებული სტატისტიკა - შპს "სი ბი ეს ჯგუფი განცხადებას ავრცელებს 

შპს "სი ბი ეს ჯგუფი" გაზით მოწამლულების და გარდაცვლილების შესახებ არსებულ სტატისტიკას ეხმაურება. ბიზნეს ჯგუფი "ყაზტრანსგაზის" 100 პროცენტიანი წილის მფლობელია და კომპანიაში მენეჯმენტის განხორციელებას უახლოეს პერიოდში დაიწყებს.  

კომპანია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ მართვაში შესვლისთანავე, მფლობელი კომპანია წელიწადში 27 მილიონის ინვესტირებას და გაზგამანაწილებელი ქსელის ეტაპობრივ განახლებას გეგმავს.

შპს „სი ბი ეს ჯგუფი“ მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, გაზდანადგარების უსაფრთხოებასთან და მოხმარებასთან დაკავშირებული წესების შესახებ ინფორმაციის მუდმივ რეჟიმში მიწოდებასაც გეგმავს, რადგან კომპანიაში ფიქრობენ, რომ ფატალური შემთხვევები უმეტესწილად, მომხმარებლის მიერ გაზდანადგარების კუსტარულად ან ექსპლუატაციის წესების დარღვევით დამონტაჟებითაა გამოწვეული.

დღის ამბები