17 ნოემბერი 2019,   19:29
ვრცლად
ია კერზაიას საქმე - პროკურატურამ გამოძიება დაიწყო 

ორთვიანი ლოდინის შემდეგ მთავარი პროკურატურა ია კერზაიას საქმეზე გამოძიებას, სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების მუხლით იწყებს. კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელიას თქმით, ამით დასტურდება, რომ სკოლიდან ია კერზაიას გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.

ერთ-ერთი პირველი, ვისაც გამომძიებლები დაკითხავენ სწორედ ია კერზაიას შვილი იქნება, თუმცა როდის მოხდება ეს ჯერ უცნობია.

თავად ბაჩანა შენგელია კი აუცილებლად მიიჩნევს, რაც შეიძლება დროულად დაიკითხოს განათლების მინისტრი, ზუგდიდის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი და ყველა ის პირი, ვინც ჩართული იყო საქმეში.

გამოძიების დაწყებას მიესალმება განათლების მინისტრი. უწყებამ განცხადება გაავრცელა.

„პროკურატურამ დაადასტურა გამოძიების დაწყებით ის ფაქტი, რასაც ჩვენ პირველივე დღიდან ვსაუბრობდით. აუცილებელია მინისტრის დაკითხვა, ბატონი მიხეილ ბატიაშვილის, ასევე ის ინსპექტორები, რომლებიც ჩავიდნენ და უშუალოდ განახორციელეს ეს თავდასხმა მათ ხელმძღვანელებთან ერთად, სამმართველოს უფროსთან და დეპარტამენტთან ერთად და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი რესურს ცენტრის როლი, რომლებიც ხელს უწყობდნენ მათ ამ დანაშაულის ჩადენაში,“-განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

დღის ამბები