26 აგვისტო 2019,   03:33
ვრცლად
ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებული 29 წლის მამაკაცის აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო დღეს იმსჯელებს. ბრალდებული ამ დრომდე რუსთავის ფსიქიკური მედიცინის ცენტრში რჩება. სწორედ იქ წაუყენეს მას ბრალი, რომელიც დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარი შეცნობით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. ახალგაზრდა მამაკაცი დუმილის უფლებას იყენებს.

რაც შეეხება საქმის მასალებს, ირკვევა, რომ მთავარი მტკიცებულებაა შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად მომზადებული ოქმი და მეზობლების ჩვენებები.

ამავე თემაზე
დღის ამბები