25 აპრილი 2024,   04:11
ვრცლად
როგორ გადავარჩინოთ სასამართლო - არასამთავრობოები პეტიციას ამზადებენ 

როგორ გადავარჩინოთ სასამართლო - არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით, ამ სახელწოდებით პეტიციის მომზადება იწყება.

ინიციატივას სხვა დაინტერესებული პირებიც შეუერთდებიან. პეტიციის მთავარი მიზანი სასამართლო სისტემიდან ე.წ კლანის წევრების ჩამოშორებაა.

სწორედ ეს იქნება მთავარი მოთხოვნა, რომლის შესრულების აუცილებლობაზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციებში.

მესამე სექტორის წევრები ამბობენ, რომ სწორედ ამ მოსამართლეებმა შექმნეს სისტემა, რომელიც ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვას ვერ უზრუნველყოფს.
„დღეს არსებული მდგომარეობის გამოსწორების ერთადერთი გზა არის კლანის დაშლა და მისი სისტემიდან წასვლა. განსაკუთრებით იმ ხალხის, ვინც არის კლანის გამორჩეული წევრები, რომლებიც წლების მანძილზე ჩადიოდნენ უამრავ უკანონობას,“-აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი გიორგი გვილავა.

დღის ამბები