19 აპრილი 2024,   03:38
ვრცლად
ანრი ოხანაშვილი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე დავით მათიკაშვილს წარადგენს 

დავით მათიკაშვილი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას დღეს კიდევ ერთხელ დაიკავებს. მას ამ პოსტზე უფლებამოსილება მას შემდეგ შეუჩერდა, რაც ეკა ბესელია თავმჯდომარეობიდან გადადგა. კომიტეტის წევრებს მათიკაშვილის კანდიდატურას კომიტეტის ახალი თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი წარუდგენს.

დღევანდელ სხდომაზე საკადრო საკითხების გარდა ასევე განიხილება,  „ევროპული საქართველოს” ინიციატივა მოსამართლეების კანდიდატურების შერჩევის შესახებ.

ფრაქციის წევრებს სურთ, რომ კანდიდატის შერჩევის უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრს ჰქონდეს.

"მთავარი კომპონენტებია, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ჩინჩალაძის ჯგუფისთვის მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების მონოპოლიის წართმევა. ეს უფლებამოსილება არ უნდა იყოს მათი ექსკლუზივი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რიგით წევრსაც უნდა ჰქონდეს კანდიდატის დასახელების უფლება, რომელიც ფორმალურ კრიტერიუმებს თუ დააკმაყოფილებს, პარლამენტში უნდა წამოვიდეს უფრო ვრცელი სია,“-აცხადებს კახიძე.

სხდომის დღის წესრიგში ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივაც არის საპენსიო რეფორმის შესახებ, თუმცა არ არის გამორიცხული ეს საკითხი გადაიდოს.

დღის ამბები