23 აპრილი 2024,   12:01
ვრცლად
ქაოტური მშენებლობები - თბილისის საკრებულოს ოპოზიცია მწვავე დებატებისთვის ემზადება 

ქაოტური მშენებლობები თბილისში - ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა, რომლის შესახებაც საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დებატებია მოსალოდნელი.

თბილისის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქალაქში არსებული უმძიმესი მდგომარეობის მიუხედავად, მერია მშენებლობის ნებართვების გაცემაზე უარს მაინც არ ამბობს.

დეპუტატების განცხადებების კიდევ ერთი თემა მერიის მიერ გამოცემული განკარგულებაა, რომლის მიხედვითაც ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სახელთან დაკავშირებულ კომპანიას ვაკეში მიწის ნაკვეთი გადაეცემა.

„როდესაც მერი ამბობს, რომ ათასობით ხე უნდა მოიჭრას კვლევის საფუძველზე, ეს კვლევა კალაძის გარდა არავის, რომ არ უნახავს, გვაჩვენონ ოპოზიციას რა კვლევაზე საუბარი და რატომ გადაწყდა დედაქალაქში ათასობით ხის მოჭრა,“-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

დღის ამბები