25 აპრილი 2024,   17:37
ვრცლად
საქართველოს შრომითი მედიაცია - EMC საერთაშორისო კონფერენციას გამართავს

საქართველოს შრომითი მედიაცია - ამ თემაზე ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი საერთაშორისო კონფერენციას გამართავს.

შრომითი პოლიტიკის სპეციალისტების დისკუსიის მთავარი საკითხი მედიაცია იქნება, როგორც კოლექტიური შრომითი დავის მოგვარების ალტერნატიული მეთოდი.

შრომითი მედიაციის მექანიზმი საქართველოში 2013 წელს ამოქმედდა. სწორედ მან უნდა დაარეგულიროს შრომითი დავების მცირე დროში გადაწყვეტა, სასამართლო დანახარჯების გარეშე, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ მექანიზმი არაეფექტურია.

„შრომითი მედიაცია მნიშვნელოვანი მექანიზმია შრომითი უფლებების რეალიზებისთვის, ის მნიშვნელოვანია დასაქმებულებისთვის, დამსაქმებლისთვის იმისთვის, რომ თავიდან აცილებული იქნას სასამართლოსთან დაკავშირებული ხარვეზები და სასამართლომდე მოგვარდეს შრომითი დავები.

კანონმდებლობის დონეზე ასახულია ეს მექანიზმი, მაგრამ ვერ იქცა ეფექტურ ინსტრუმენტად,“-აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი კოტე ერისთავი.

დღის ამბები