19 აპრილი 2024,   09:16
ვრცლად
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის აუცილებლობაზე საუბრობს

"ავტორიტარული რუსეთი არასდროს იქნება უფრო მცირე სახელმწიფოების თავისუფლებისა და სუვერენიტეტის მეგობარი,"- განცხადება ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მაიკ პომპეო, რომელიც ევროპულ ტურნეში იმყოფება, ბუდაპეშტში ვიზიტისას მეზობელი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, შეერთებული შტატებმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს არ უნდა მისცეს უფლება ნატოსა და მის მეგობრებს შორის განხეთქილება შეიტანოს.

დღის ამბები