17 ნოემბერი 2019,   18:40
ვრცლად
თბილისში, ხოშარაულის ქუჩაზე, ყოფილ მეუღლის დაჭრაში ბრალდებული ყაზბეგში დააკავეს

თბილისში, ხოშარაულის ქუჩაზე, ყოფილ მეუღლის დაჭრაში ბრალდებული სამართალდამცველებმა ყაზბეგში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი - 1973 წელს დაბადებული ლ.მ. 

ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ხოშარაულის ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეს - 1976 წელს დაბადებულ ნ.პ.-ს, სიტყვიერი შელაპარაკებისა და მუქარის შემდეგ, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ნ.პ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა. ამჟამად, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს,"-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

უწყების ცნობით, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11-117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები