ოფიციალური ლონდონი და სოფია, ბულგარეთში ე.წ. "ნოვიჩოკით" მოწამვლის საქმეს ერთობლივად გამოიძიებენ. ამის შესახებ ბულგარეთში დიდი ბრიტანეთის ელჩმა განაცხადა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ სკრიპაკებზე თავდასხმაში კიდევ ერთი ეჭვმიტანილია, რომელიც ბრიტანეთში სერგეი ფედოტოვის პასპორტით შევიდა. თვითმარქვია ფედოტოვი 2015 წელს ბულგარელი ბიზნესმენის ნეიროტოქსინით მოწამვლის მცდელობის დროს, ბულგარეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა.
დიდი ბრიტანეთისა და ბულგარეთის გაერთიანებული საგამოძიებო ჯგუფი თავდასხმების დეტალებს გამოიძიებს.