25 აპრილი 2024,   14:31
ვრცლად
ელენე ხოშტარიას მიმართვა თბილისის მერს - "ევროპული საქართველოს" წევრი საბჭოთა რეპრესიების ისტორიის გაცოცხლების იდეით გამოდის

ელენე ხოშტარიას მიმართვა დედაქალაქის მერს - "ევროპული საქართველოს" წევრი და მერობის ყოფილი კანდიდატი თბილისში საბჭოთა რეპრესიების ისტორიის გაცოცხლების იდეით გამოდის. 

ხოშტარიას თქმით, მნიშვნელოვანია საბჭოთა რეპრესიებისთვის გამოყენებულ მთავარ შენობას, რომელსაც ბოლშევიკები წინასწარი დაკავების იზოლატორებად იყენებდნენ, შესაბამისი ფუნქციური დატვირთვა მიენიჭოს.

გარდა ამისა "ევროპული საქართველოს" წევრი, ტურისტულ საფეხმავლო ზონებში სპეციალური საინფორმაციო დაფების მოწყობასაც ითხოვს.

„მინდა მივმართო ქალაქის მერს, ბატონ კახი კალაძეს, რომ ერთად ვიზრუნოთ იმაზე რომ ჩვენ ქალაქში არ იყოს წაშლილი საბჭოთა ტერორის და საბჭოთა რეპრესიების ისტორია.  აუცილებელია, რომ  ერთადერთი შემორჩენილი საბჭოთა ტერორის შენობის შესახებ მიღებული იქნეს შესაბამისი გადაწყვეტილება. შეიძლება მაგალითად, იყოს გამოყენებული მუზეუმად.

"ლიტვაში არის ყოფილი დაკავების იზოლატორი მუზეუმად ქცეული და ათვალიერებინებენ ამ შენობებს, რომ გვახსოვდეს და მოვუფრთხილდეთ იმ ადგილს, სადაც მართლა ამოტვიფრულია სახელები ამ დახვრეტილი ადამიანების და დაკავებული ადამიანების,“ - აცხადებს ხოშტარია.

დღის ამბები