23 აპრილი 2024,   19:25
ვრცლად
დღევანდელი პროცესი ყველასათვის დამანგრეველია - წულუკიანი მოსამართლეთა უვადოდ გამწესების საკითხზე მხარეებს მსჯელობას სთავაზობს

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა - იუსტიციის მინისტრი ყველა დაინტერესებულ პირს, პოლიტიკოსებს, მოსამართლეებს თუ სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, მოუწოდებს გააგრძელონ შეხვედრები სამუშაო ჯგუფში, რათა გაიწეროს ის კრიტერიუმები, რომელიც უვადოდ დასანიშნმა მოსამართლეებმა უნდა დააკმაყოფილონ.

თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მიმდინარე პროცესი დამაზიანებელია ყველა სახელმწიფო ინსტიტუტისთვის, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისთვისაც.

"სახეზეა კომპლექსური და მწვავე პროცესი, სადაც იკვეთება არაერთი არამედ მრავალი პროფესიული და პოლიტიკური ინტერესი და გამოსავალი თითქოს არ ჩანს, მაგრამ გამოსავალს მე მაინც ვხედავ იმაში, რომ ყველა დაინტერესებული მხარე იქნება ეს დეპუტატი უმრავლესობიდან, ოპოზიციიდან, მოსამართლე თუ არამოსამართლე წევრი საბჭოსი, მოსამართლეები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ყველა დასხდეს მაგიდასთან იმ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომლის წევრიც ჩვენც გახლავართ და ვისაუბროთ, იმ კრიტერიუმებზე, რომლებსაც ბოლო დღეებია აღარავინ ახსენებს და ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ უნდა დავაბრუნოთ ეს პროცესი უფრო ჯანსაღ ტალღაზე. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დღევანდელი პროცესი რასაც ვუყურებ ვფიქრობ ყველასათვის დამანგრეველია,"-აცხადებს წულუკიანი.

დღის ამბები