23 აპრილი 2024,   23:06
ვრცლად
ია კერზაიას საქმე - ბაჩანა შენგელია განათლების მინისტრის დაკითხვას ითხოვს

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას საქმე - ბაჩანა შენგელია განათლების მინისტრის დაკითხვას ითხოვს. მისი თქმით, უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების მუხლით გამოძიება დაწყებით დასტურდება ის, რასაც ამ ხნის განმვალობაში თავად ამტკიცებდა, რომ დედამისი სკოლიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. ერთ-ერთი პირველი, ვისაც გამომძიებლები გამოკითხავენ, სწორედ ია კერზაიას შვილი იქნება.

თავად ბაჩანა შენგელია მიიჩნევს, რომ აუცილებლად უნდა გამოიკითხოს განათლების მინისტრი, ასევე ზუგდიდის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი და ყველა ის პირი, ვინც ჩართული იყო საქმეში. გამოძიების დაწყებას მიესალმება განათლების მინისტრი. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

„მთავარია რომ დაწყება დაწყებისთვის არ იყოს უნდა გატარდეს აუცილებლად სასწრაფო-საგამოძიებო მოქმედებები , პირველ რიგში უნდა დაიკითხოს განათლების მინისტრი, აუდიტის სამსახურის თანამშრომლები და ყველა ის პირები ვისაც ჩვენ მიგვაჩნია რომ წვლილი მიუძღვის ამ დანაშაულის ჩადენაში,“-ამბობს ბაჩანა შენგელია.

მისი თქმით, განათლების სამინისტრო კი არ უნდა ესალმებოდეს პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას, არამედ უნდა რცხვენოდეს, რომ თავად შიდა მოკვლევაც არ დაიწყეს.

დღის ამბები