19 აპრილი 2024,   23:23
ვრცლად
ნიუ-იორკის მოდის კვირეული - კაროლინა ჰერერას მოდის სახლმა 2019 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წარადგინა

ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე კაროლინა ჰერერას მოდის სახლმა 2019 წლის შემოდგომა-ზამთრის ახალი კოლექცია წარადგინა. ბრენდის დიზაინერმა მთავარი აქცენტი ფერების პალიტრაზე გააკეთა. ვეს გორდონი ამბობს, რომ კოლექციაზე მუშაობისას ჯერ ფერები და ქსოვილები შეარჩია და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო ესკიზებზე მუშაობა.

დიზაინერმა მკვეთრი ლურჯი, ნარინჯისფერი და ყვითელი ფერის ტანსაცმელი შექმნა. მოდელები განიერი მკლავებით და დიდი ბაფთებით გამოირჩევა. კაროლინა ჰერერას კოლექციაში შემოდგომა-ზამთრის ტრადიციული - შავი, თეთრი და რუხი ფერის სამოსიც არის.

დეფილეს კინოს და შოუ ბიზნესის ვარსკვლავებიც ესწრებოდნენ. კოლექციამ მოდის მიმდევრების დიდი მოწონება დაიმსახურა.

დღის ამბები