24 აპრილი 2024,   22:45
ვრცლად
თავს დამნაშავედ არ ვცნობ - დავით კირკიტაძე

დავით კირკიტაძის და ვალერი მუსაევის წინა სასამართლო სხდომაზე 15 წუთიანი შესვენება გამოცხადდა. 

პროცესზე, რომელიც გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს, ადვოკატებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.

მუსაევის ადვოკატმა ჰაბიდოსკოპიური და ამოცნობის ექსპერტიზების შესახებ მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა მოითხოვა, რასაც არ დაეთანხმა ბრალდების მხარე.

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი ამ წუთებში გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა. მანამდე კი დავით კირკიტაძემ განაცხადა, რომ მითითებულ ბრალში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.

დღესვე, დავით კირკიტაძის ადვოკატი მის გათავისუფლებას მოითხოვს, ალტერნატივად კი გირაოს შეფარდების საკითხს დააყენებს.

დავით კირკიტაძეს და მუსაევს ველისციხის ინციდენტთან დაკავშირებით, პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სასჯელი 4 დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები