პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი წულაიამ ქუთაისში მანქანების სავალ გზაზე ორმოების ამოვსება დაიწყო.
მისი თქმით, ქალაქი დაბომბილ სტალინგრადს ჰგავს, გზები წლების მანძილზე გადათხრილია და რაზეც მერია არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს.
წულაიამ მოუწოდა მოქალაქეებს გამოვიდნენ და ერთობლივი ძალებით დაიწყონ გზების დაგება.
მერიაში წულაიას განცხადებებზე კომენტარს არ აკეთებენ.