24 აპრილი 2024,   18:52
ვრცლად
ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი ნატოს საქართველოს ორგანიზაციაში გაწევრიანებისკენ მოუწოდებს

"ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა შემდეგ სამიტზე საქართველო ნატოში უნდა მიიწვიოს" - ამის შესახებ განცხადება ამერიკელმა გენერალმა ბენ ჰოჯესმა გააკეთა.

ევროპაში შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ყოფილმა მეთაურმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციაზე ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ილაპარაკა.

ბენ ჰოჯესი თქმით, ალიანსის წევრები უკან იმის გამო იხევენ, რომ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთს აქვს ოკუპირებული.

ამერიკელი გენერალი ალიანსს გერმანიის პრეცედენტზე მიუთითებს და იხსენებს, რომ გერმანია ნატო-ში იმ დროს მიიწვიეს, როდესაც აღმოსავლეთ გერმანია საბჭოთა არმიას ჰქონდა ოკუპირებული.

ბენ ჰოჯესს მიაჩნია, რომ საქართველომ ყველა ვალდებულება შეასრულა და დასამტკიცებელი არაფერი აქვს.

"ქართველმა ჯარისკაცებმა დიდი მსხვერპლი გაიღეს ავღანეთში. ახლა ალიანსის ჯერია - მან უნდა გადადგას შემდეგი ნაბიჯი და საქართველო ნატოში მიიწვიოს," - აცხადებს ამერიკელი გენერალი.

დღის ამბები