20 აპრილი 2024,   06:35
ვრცლად
კატალონიის ლიდერთა სასამართლო პროცესი - ბრალდებულებს 25-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ

ესპანეთის უზენაეს სასამართლოში კატალონიის ლიდერთა პირველი პროცესი იმართება. 12 ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალად ამბოხების მოწყობა, ქვეყნის გაყოფის მცდელობა და სახელმწიფო თანხების გაფლანგვა ედება.

განსასჯელებს შორის სამი ავტონომიის ყოფილი მინისტრები არიან, რომლებიც თავდებით გაათავისუფლეს. ისინი სასამართლოში მედიის თანხლებით მივიდნენ. დანარჩენი 9 მაღალჩინოსანი პროცესზე ციხიდან გადაიყვანეს.

კატალონიის ავტონომიამ დამოუკიდებლობა 2017 წლის ოქტომბერში გამოაცხადა, რაც ესპანეთმა უკანონოდ სცნო და ლიდერები დააპატიმრა.

ბრალდებების დამტკიცების შემთხვევაში, მათ 25-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები