21 თებერვალი 2019,   04:39
ვრცლად
მოსამართლეთა შერჩევის წესი - "ევროპული საქართველო" პარლამენტს ინიციატივით მიმართავს

უზენაესი სასამართლო მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით “ევროპული საქართველო“ რამდენიმე საკანონმდებლო წინადადებას აყენებს. ოთარ კახიძის თქმით, ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი პრინციპია, საბჭოს ყველა წევრს ქონდეს უფლება, დაასახელოს სასურველი კანდიდატი, რომელიც განსახილველად უკვე პარლამენტს წარედგინება.

საპარლამენტო უმცირესობა ასევ ითხოვს, იურიდიულ კომიტეტთან შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც თითოეულ კონკრეტულ კანდიდატურას შეისწავლის.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს ჩამოერთვათ მონოპოლია პარლამენტისთვის თავიანთი კანდიდატების წარდგენის. ამის უფლებას მიეცეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრებს და პარლამენტს ჰქონდეს შესაძლებლობა გააკეთოს არჩევანი უფრო ფართო სიიდან და არ მიიღოს მხოლოდ ჩინჩალაძე-მურუსიძის სიიდან გაფილტრული კანდიდატების ჩამონათვალი. მესამე კომპონენტი ეს ეხება უკვე პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევას, სამი მეოთხედი უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღებას რაც უზრუნველყოფს უფრო ფართო პოლიტიკურ კონსენსუსს,“-განაცხადა ოთარ კახიძემ.

დღის ამბები