25 აგვისტო 2019,   05:34
ვრცლად
პოლონეთის საელჩოს საქართველოში ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს სტატუსი მიენიჭა

პოლონეთის საელჩო საქართველოში ნატო-ს საკონტაქტო საელჩო გახდა. მან ეს სტატუსი ბულგარეთის საელჩოსგან გადაიბარა.

მომდევნო 2 წლის განმავლობაში პოლონეთის საელჩო სახალხო დიპლომატიის კუთხით აქტივობებს გააძლიერებს და ნატოს ქვეყნებსა და საქართველოს შორის კონტაქტორი იქნება.

„პოლონეთი, ჩეხეთი და უნგრეთი ოცი წლის წინ შევუერთდით ნატო-ს. საქართველო ახლა არის ნატო-ს სრული წევრობის გზაზე და ჩვენ გვსურს, დავეხმაროთ საქართველოს, რომ გახდეს ნატო-ს წევრი. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს ჩართულობას ნატო-ს აქტივობებში მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით ავღანეთში, მანამდე ერაყში. ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს რანგში ჩვენ დავგეგმავთ აქტივობებს, რომელიც სახალხო დიპლომატიისკენ იქნება მიმართული,“ - განაცხადა პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩი.

საკონტაქტო საელჩოების ქსელი, როგორც ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მხარდაჭერის ფორმა, 1990-იანი წლების დასაწყისში დაარსდა.

დღის ამბები