19 აპრილი 2024,   11:02
ვრცლად
„არ მინდა ამ ფარსში მონაწილეობის მიღება“ - დავით კირკიტაძე პატიმრობაში რჩება

„არ მინდა ამ ფარსში მონაწილეობის მიღება,“ -  განაცხადა დავით კირკიტაძემ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების მოსმენისას.  

გურჯანიის სასამართლომ დავით კირკიტაძე კვლავ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარის შუამდგომლობა, პოლიტიკოსი გირაოს სანაცვლოდ გაეთავისუფლებინა, მოსამართლემ არ გაითვალისწინა.

სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის ვერსია, რომ კირკიტაძე შესაძლოა, მიმალულიყო.

„არ არის არსებითი გარემოება, რომელიც საფუძვლად დაედებოდა დავით კირკიტაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და პატიმრობის გირაოთი შეცვლას. ეს არის, როგორც მიმალვის, მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე ან სხვა დანაშაულის ჩადენა,“ - ამბობს საქმის პროკურორი, სანდრო გიორგაშვილი.  

ადვოკატის განმარტებით კი, მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის სხვა საქმეზე სააპელაციო ინსტანციის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებასთან.

დავით კირკიტაძის ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის, განცხადებით, თვითონ სასამართლოს განაჩენში წერია, რომ მიმალვის საფრთხე ბრალდების მხარეს სათანადოდ დასაბუთებული არა აქვს.  

დღის ამბები