21 თებერვალი 2019,   04:40
ვრცლად
"როგორ შეიძლება, უთანხმოება მქონდეს პრეზიდენტთან" - ლაშა ჟვანია სალომე ზურაბიშვილთან დაპირისპირებას უარყოფს

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრეზიდენტსა და მისი ადმინისტრაციის უფროსს შორის საკადრო საკითხებზე უთანხმოებაა, ლაშა ჟვანია ეხმაურება. ის მსგავს ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ამტკიცებს, არანაირი კონფლიქტი და აზრთა სხვადასხვაობა მასსა და სალომე ზურაბიშვილს შორის არაა.

„არა, როგორ შეიძლება, უთანხმოება მქონდეს პრეზიდენტთან. მე პრეზიდენტის ბრძანებებს ვასრულებ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ რაც შეეხება საკადრო საკითხებს, პრეზიდენტი ვერ და არ ერევა. მხოლოდ და მხოლოდ მრჩევლებს არჩევს. დანარჩენი ადმინისტრაციაში რაც ხდება, როგორ შეიძლება, პრეზიდენტი იყოს ისე თავისუფალი დროის თვალსაზრისით, რომ მიუბრუნდეს და იმუშაოს ამაზე,“ - განაცხადა ლაშა ჟვანიამ. 

დღის ამბები