20 აპრილი 2024,   04:32
ვრცლად
ჩიქოვანის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი იწვის

თბილისში, სიმონ ჩიქოვანის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლი იწვის.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი კერძო საცხოვრებელი სახლის სახურავს გაუჩნდა.

წინასწარი ცნობით, დამწვარია 50 კვ.მ. ფართობი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

დღის ამბები