20 აპრილი 2024,   13:11
ვრცლად
ავარია ბახტრიონის ქუჩაზე - ყვითელი ავტობუსი ავტომობილს შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე - თვითმხილველების ინფორმაციით, #42 მუნიციპალური ავტობუსი ფორდის მარკის მცირე სატვირთო მანქანას შეეჯახა.

ავტობუსის მძღოლის თქმით, მცირე სატვირთო მანქანის საბარგულის კარი ღია იყო, რაც მან ვერ შენიშნა და შეეჯახა. დაზიანებულია ავტობუსის საქარე მინა.

როგორც ცნობილია, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

მომხდარზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

 

დღის ამბები