25 აპრილი 2024,   11:55
ვრცლად
"იკვეთება შერჩევითი სამართლის ელემენტები" - გია ხუხაშვილი დავით კირკიტაძის საქმეს ეხმაურება

"აქ, მინიმუმ, იკვეთება შერჩევითი სამართლის ელემენტები," - ასეთია გია ხუხაშვილის შეფასება დავით კირკიტაძის საქმეზე.

ექსპერტი ამბობს, რომ ხელისუფლების ქმედება აძლევს საფუძველს მის ოპონენტებს, დავით კირკიტაძე პოლიტპატიმრად მოიხსენიოს.

„ფონი არის ძალიან არასასურველი. ეს რომ იყოს რაღაც კონტექსტიდან ამოვარდნილი ერთეული შემთხვევა და შესადარებელი არაფერი არ გვქონდეს, მაშინ შესაძლოა, სადაო ყოფილიყო, მაგრამ იმ ფონზე, როცა ხელისუფლებას განსაკუთრებულ ლოიალობას და წაყრუებას გვაჩვენებს სხვადასხვა ინციდენტებთან დაკავშირებით, მაგალითსთვის მოვიყვან იგივე გეგეშიძის საქმეს და ასეთი საქმეები ბევრი იყო ბოლო პერიოდში, მათ შორის პოლიტიკური დაპირისპირებაც ვნახეთ იგივე არჩევნებში ხელისუფლების მხარდამჭერების შესრულებით, საკმაოდ მძიმე ხულიგნობის ფაქტები და, როდესაც იქ მაქსიმალურ სასჯელი იყო გირაო და ამ შემთხვევაში ასეთი სიტუაციაა, აქ, მინიმუმ, იკვეთება შერჩევითი სამართლის ელემენტები," - განაცხადა გია ხუხაშვილმა. 

დღეს სასამართლომ დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა. 

დღის ამბები