17 აპრილი 2024,   01:16
ვრცლად
"კალაძეს სერიოზულად არ ვუყურებ" - გია ხუხაშვილი

„მე ასე სერიოზულად კალაძეს არ ვუყურებ,“ - ეს განცხადება ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა კალაძის სამომავლო პოლიტიკურ კარიერაზე საუბრისას გააკეთა.

ხუხაშვილი გამორიცხავს, რომ კალაძემ ოპოზიციაში წასვლა გადაწყვიტოს.

„დამერწმუნეთ, როგორც კი ის ცალკე დარჩება, გამოჩნდება, რომ შიშველია. თქვენ მის პოტენციალს, მგონი, გადაჭარბებულად აფასებთ, მას არანაირი პოტენციალი რეალური არა აქვს. ყველაფერი არის ე.წ. "პასტანოვკა" და არაფერი,“ - ამბობს ხუხაშვილი.

რაც შეეხება ოცნების პერიოდში პოლიტიკური პირების პოლიტიკიდან წასვლას, გია ხუხაშვილი ამბობს, რომ მმართველ ძალაში პოლიტიკოსები არ არიან.

ნაციონალურ მოძრაობაში იყვნენ პოლიტიკური პიროვნებები, მოდი, ასე ვთქვათ, კარგი-ცუდი, რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანები, რომლებსაც შეეძლოთ დამოუკიდებელი არსებობა და ქართული ოცნება ეს არის ერთგვარი პარაზიტული წარმონაქმნი, მე ახლა ბესელიასა და რამდენიმეზე არ ვლაპარაკობ, ძირითადად ეს არის პარაზიტული წარმონაქმნი, რომელიც მკვებავ სხეულს როგორც კი მოშორდება, კვდება უბრალოდ,“ - ამბობს ხუხაშვილი.

დღის ამბები