25 აგვისტო 2019,   05:41
ვრცლად
გიორგი მამალაძეს ციხეში მდებარე ეკლესიაში შესვლის უფლებას არ აძლევენ - მეუფე პეტრე

დეკანოზ გიორგი მამალაძეს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მდებარე ეკლესიაში შესვლის უფლებას არ აძლევენ.

ამის შესახებ განცხადება მეუფე პეტრემ კვირის აქცენტებში საუბრისას გააკეთა.

მეუფესთვის მიუღებელია, რომ სასულიერო პირს ეკლესიაში შესვლის და ზიარების უფლება არ აქვს. ამაში მეუფე მიზანმიმართულ ქმედებას ხედავს.

მისივე თქმით, დეკანოზს აკრძალული აქვს საეკლესიო შესამოსელის შემოსვაც, რაც მისი შეფასებით, "დიდი უსამართლობაა“.

„მამაოს შეუჩერდა მღვდელმსახურება და არ არის დღემდე განმარტებული მიზეზი, თუ რა საფუძველი ჰქონდა, გარდა საერო ხელისუფლების ბრალდებისა, რომელმაც კანონი დაარღვია და უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია, პრემიერ-მინისტრისგან დაწყებული პარლამენტის წევრებით დამთავრებული. მეორე, რომ უზიარებლობა და ორი სასჯელის ერთად დადებაც იყო შეცდომა და დანაშაულო. საერთოდ არ მესმის, რატომ აქვს შეჩერებული და, როდესაც ჩვენ ზიარებაზე ვსაუბრობთ. მამაოსთვის დღემდე შეიძლება იქ რომ არ იყოს მიზანმიმართულად შანტაჟი და ტერორი, საპყრობილეს ეზოში არსებულ ეკლესიაში არ უშვებენ, უფლებას არ აძლევენ, რომ შევიდეს,“  - ამბობს მეუფე პეტრე. 

დღის ამბები