12 დეკემბერი 2019,   14:42
ვრცლად
"არ ვისურვებდი, რომ ჩვენი დამოკიდებულება იყოს პოლიტიზირებული" - მეუფე პეტრე უკრაინის ავტოკეფალიაზე

„თუ არ გადავდგამთ ჩვენ სამართლიან პასუხს, ეს იქნება მხოლოდ პოლიტიკა,“ - ასე ეხმაურება მეუფე პეტრე უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებასთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიციას.

მეუფე პეტრე ამბობს, რომ ქართული ეკლესია აღნიშნულ გადაწყვეტილებაში პოლიტიზირებული არ უნდა იყოს.

„სამართლიანობას ვერ გავექცევით, რომ აბსოლუტურად საეკლესიო კანონის დაცვით მიანიჭეს მათ ტომოსი უკრაინის ეკლესიას და, თუ რამე შეკითხვები არსებობს და იყო დელეგაცია ჩამოსული, კიდევ გვექნება ამის შესაძლებლობა, ყველა შეკითხვა უნდა დაისვას და მივიღოთ პასუხი. თუ ამოვწურავთ ამ შეკითხვებს და არ გადავდგამთ ჩვენ სამართლიან პასუხს, ეს იქნება მხოლოდ პოლიტიკა და არ ვისურვებდი, რომ ჩვენი დამოკიდებულება იყოს პოლიტიზირებული და ეკლესია იყოს პოლიტიზირებული ამ გადაწყვეტილებაში ისევე, როგორც არის პოლიტიზირებული, თუნდაც რუსეთის საპატრიარქო,“ - ამბობს მეუფე პეტრე. 

დღის ამბები