18 აპრილი 2024,   04:17
ვრცლად
ბაჩანა შენგელია დედის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას სამინისტროს აკისრებს

ია კერზაიას გარდაცვალების გარემოებების შესწავლა პროკურატურამ დაიწყო. მანამდე კი გარდაცვლილის შვილი კიდევ ერთხელ ეხმაურება განათლების მინისტრის გამოსვლას პარლამენტში.

ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ მიხეილ ბატიაშვილი საუბრისას აყალბებდა ფაქტებს და ამახინჯებდა რეალობას. გარდაცვლილ ია კერზაიას შვილი აცხადებს, რომ მინისტრი თავს არიდებდა პასუხებს.

„იყო მისი მხრიდან ტირაჟირება არასწორი ინფორმაციის. მაგალითისთვის, მაშინ, როდესაც წერილობით მიმართა მას იამ და კონკრეტულ დარღვევებზე თავისი არგუმენტები მოიყვანა და უთხრა რომ ზოგიერთი მათგანი ინსპექტირების დასკვნიდან და ის მას გაითვალისწინებდა, ის მან აღიარებად მიიჩნია,“ - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

ბაჩანა შენგელია მისი დედის გარდაცვალებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებს.

ის ამბობს, რომ ეს ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც ია კერზაიამ უარი თქვა, ჩართულიყო სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში. ამის შემდეგ ვინმე ლავრენტი ქირიას სახელით გაგზავნილი საჩივრის საფუძველზე, სკოლაში განხორციელდა ინსპექტირება. მისივე თქმით, საინტერესოა ის ფაქტი, რომ ლავრენტი ქირია რეალურად არ არსებობს. ბაჩანა შენგელიას თქმით, სკოლის დირექტორს ინსპექტირების თანამშრომლები ექცეოდნენ დამამცირებლად.

ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ მის დედას ინსპექტირების სამსახურის თანამშრომლები სისხლის სამართლებრივი დევნით ემუქრებოდნენ.

გარდაცვლილი შვილი პასუხისმგებლობას ინსპექტირების თანამშრომლებს და სამსახურის ხელმძღვანელს აკისრებს. 

დღის ამბები