მოსკოვი მზადაა ვენესუელას კრიზისის დაძლევაში დაეხმაროს. შეერთებულ შტატებს კი, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევისგან, მათ შორის, სამხედრო ინტერვენციისგან თავის შეკავებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, რუსეთმა ნიკოლას მადუროს რამდენიმე შეთავაზება უკვე გაუკეთა, თუცა, ამ შეთავაზებების დეტალებზე არ უსაუბრია. პარალელურად, კარაკასში მორიგი ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. მასშტაბურ მსვლელობას ვენესუელის დროებითი პრეზიდენტიც შეუერთდა.
ხუან გუაიდოს განცხადებით, ქვეყნის საზღვარზე ბლოკირებული ჰუმანიტარული დახმარება ქვეყანაში 23 თებერვალს შევა. დედაქალაქის ცენტრში შეკრებილებმა, ასევე, პროტესტების დროს დაღუპულების ხსოვნას მიაგეს პატივი. პოლიციასთან შეტაკებებს ვენესუელაში 26 ადამიანი ემსხვერპლა.