20 აპრილი 2024,   19:24
ვრცლად
ნიუ-იორკის სასამართლომ მექსიკელ ნარკობარონს  ვერდიქტი გამოუტანა - 61 წლის ხოაკინ გუსმანს სამუდამო პატიმრობა ემუქრება 

ნიუ-იორკის სასამართლომ მექსიკელი ნარკო-ბარონი, ჰოაკინ გუსმანი ბრალდების ყველა პუნქტში დამნაშავედ სცნო. ვერდიქტი ნაფიცი მსაჯულების კოლეგიამ გამოიტანა. პროცესი 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ბრალდების მტკიცებით, ელ ჩაპო, რომელიც მექსიკურ ნარკოკარტელს ხელმძღვანელობდა, შეერთებული შტატების ტერიტორიაზე 155 ტონა კოკაინის, ასევე სხვა ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდაზეა პასუხისმგებელი.

61 წლის ხოაკინ გუსმანს სამუდამო პატიმრობა ემუქრება. 

დღის ამბები