19 აპრილი 2024,   22:33
ვრცლად
აშშ-ს სენატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, რუსეთის ნებისმიერი ცუდი საქციელი უპასუხოდ არ უნდა დარჩეს

რუსეთის ნებისმიერი ცუდი საქციელი შეერთებულმა შტატებმა რეაგირების გარეშე არ უნდა დატოვოს. ამის შესახებ სენატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ ჯეიმს რიშმა გაზეთ "Charlotte Observer​"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

სენატორმა რუსეთი უკრაინასა და საქართველოსთან მიმართებაში დამნაშავედ სცნო, ვინაიდან ის აღნიშნული ქვეყნების მიმართ აგრესიულ ქმედებებს რეგულარულად ჩადის.

"ჩვენ რეაგირება უნდა მოვახდინოთ. საუკეთესო მიდგომა სანქციებია. ეს ისაა, რაც გავაკეთეთ და რატომაც გავაკეთეთ," - განაცხადა ჯეიმს რიშმა.

დღის ამბები