18 აპრილი 2024,   17:04
ვრცლად
29 წლის მამაკაცმა, რომელსაც დედის ცემის გამო პოლიცია ეძებდა, საკუთარ სახლს ცეცხლი წაუკიდა

29 წლის მამაკაცი, დედაზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულის მეზობლები ყვებიან, რომ მამაკაცი დედას გამუდმებით სცემდა. ბოლო ინციდენტი 10 თებერვალს მოხდა, რის შემდეგაც ძალადობაში ბრალდებულს პოლიცია ეძებდა. მეზობლები ყვებიან, რომ 29 წლის დიმა ვალოშვილმა ერთ-ერთი ოთახიდან სარდაფში ჩასასვლელი ამოჭრა იმისთვის, რომ გაქცევა შეძლებოდა თუკი პოლიციელები მის დასაკავებლად მივიდოდნენ.

სამართალდამცველებმა ის იმ დროს აიყვანეს, როცა მისივე სახლში ხანძარი გაჩნდა. არსებობს ვარაუდი, რომ სახლს ცეცხლი დიმა ვალოშვილმა თავად წაუკიდა, რომ ადგილიდან მიმალვა მოესწრო.

„ამ ოჯახს ყველა იცნობს, ხშირად ჩხუბობდნენ. გამეტებით ურტყამდა შვილი დედას. სულ ჩხუბის ხმა გამოდიოდა მათი სახლიდან,“-აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.

დიმა ვალოშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით არის აღძრული, რაც ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდებულის დედა თავშესაფარშია გადაყვანილი. 

დღის ამბები