20 აპრილი 2024,   13:35
ვრცლად
ხელისუფლება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ქმნის

ხელისუფლება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ქმნის. შესაბამის კანონპროექტს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.

როგორც ცნობილია, საბჭოს შემადგენლობაში იქნებიან პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა, თავდაცვის, საგარეო და ფინანსთა მინისტრები, სუს-ისა და დაზვერვის სამსახურის უფროსები, ასევე თავდაცვის ძალების ხელმღვანელი. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრი იქნება.

შეგახსენებთ, რომ აქამდე არსებობდა კრიზისების მართვის საბჭო, რომელიც გაუქმდა. ახალი კონსტიტუცია კი მოითხოვს, რომ ის ახლიდან შეიქმნას და მას ეროვნული უსაფრთხოების საბჭო დაერქმევა.

ეროვნული უსაფრთოხების საბჭო უშიშროების და კრიზისების საბჭოს გააერთიანებს და ის პრემიერის დაქვემდებარებაში იქნება. ჯერ ზუსტად უცნობია, ვინ უხელმძღვანელებს ახალ უწყებას, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სტრუქტურის მუშაობაში პრეზიდენტი არ მონაწილეობს. ის სხდომებს მხოლოდ პრემიერის მიწვევის შემთხვევაში დაესწრება.

დღის ამბები