მზიურის პარკში სოციალური კაფე გაქურდეს. შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, წაღებულია კომპიუტერული ტექნიკა, ფული და მოგლეჯილია ორი სათვალთვალო კამერა. ქურდობაში სავარაუდოდ, რამდენიმე არასრულწლოვანი მონაწილეობდა.
„9-ის ნახევარზე არის კაფე გატეხილი, სავარაუდოდ ჩანაწერებში ეგრე ჩანს დრო. წაღებულია ლეპტოპი, აიპოდი, თანხა მცირე ოდენობის და აიფონის ტელეფონი. ჩანაწერებში ჩანს, რომ არიან არასრულწლოვნები, სავარაუდოდ 4-5. გვესმოდა ინფორმაციები, რომ ბევრი რაღაც გატეხეს ირგვლივ, მაგრამ არ მიგვიღია არანაირი ზომები,“ - განაცხადა სოციალური კაფის მენეჯერმა, ნათია მიმინოშვილმა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.