23 აპრილი 2024,   17:51
ვრცლად
ე.წ. ქუჩის გარჩევები სისხლის სამართლებრივი წესით დაისჯადი ხდება

ე.წ. ქუჩის გარჩევები სისხლის სამართლებრივი წესით დაისჯება. როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ბოლო პერიოდში გახშირებულია ე.წ. ქუჩური გარჩევების შემთხვევები, რის გამოც აუცილებელია მკაცრი პოლიტიკის გატარება. პრემიერის თქმით  შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს, უკვე მზად არის.  

„ე.წ. ქუჩური გარჩევები, მათი სიხშირე და ხშირ შემთხვევაში მძიმე შედეგები ჩვენი მხრიდან  უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარებას მოითხოვს, შესაბამისად დღეს ჩვენ ვიხილავთ ახალ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვითაც ე.წ. ქუჩის გარჩევები გახდება სისხლის სამართლის წესით დასჯადი. ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ განსაკუთრებით გამკაცრდება სასჯელი იმ პირთა მიმართ, ვინც არასრულწლოვნების ჩაბმას შეეცდება ასეთ დანაშაულებრივ ქმედებაში,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები