24 აპრილი 2024,   17:10
ვრცლად
ესპანეთში ვადამდელი არჩევნების ჩატარება გარდაუვალი ხდება

ესპანეთში ვადამდელი არჩევნების ჩატარება გარდაუვალი ხდება. ქვეყნის პარლამენტმა ბიუჯეტის კანონპროექტი ვერ მიიღო. დოკუმენტს მხარი არ დაუჭირეს კატალონიელმა დეპუტატებმა. მიზეზი ის გახდა, რომ მთვარობამ რეგიონის დამოუკიდებლობის საკითხის განხილვაზე მათ უარი უთხრა.

ამას გარდა კატალონიელები ყოფილი ლიდერების წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესმაც გააღიზიანა.

ესპანეთის პრემიერმა ჯერ კიდევ გუშინ დადო პირობა, რომ თუ პარლამენტი ბიუჯეტის კანონპროექტს ვერ დაამტკიცებდა, ის ვადამდელ არჩევნებს დანიშნავდა. სავარაუდოდ, არჩევნები 14 მარტს ან 28 აპრილს ჩატარდება.

დღის ამბები