18 აპრილი 2024,   14:38
ვრცლად
ამერიკელმა დიპლომატმა ალიანსში საქართველოს გაწევრიანებას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა - თავდაცვის მინისტრი 

ბრიუსელის უსაფრთხოების კონფერენციაზე ქართული დელეგაცია შეერთებული შტატების თავდაცვის ახალ მდივანს პეტრიკ შანაჰანს შეხვდება.

მოლაპარაკებების დეტალები ლევან იზორიამ და ნატოში შეერთებული შტატების ელჩმა დღევანდელ შეხვედრაზე შეათანხმეს.

თავდაცვის მინისტრმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ამერიკელმა დიპლომატმა ალიანსში საქართველოს გაწევრიანებას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. ბრიუსელში მიმდინარე ნატოს მინისტერიალის ფარგლებში ლევან იზორიამ მოლაპარაკებები გამართა შავი ზღვის აუზის ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან. შეხვედრაზე რეგიონის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

„განსაკუთრებით გამოვყოფდი ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან და მის თავდაცვის მდივანთან ბატონ შანჰანთან შეხვედრას. ეს იქნება შეხვედრა, რომელიც 45 წუთი გაგრძელდება, რომელსაც ჩვენი მხრიდან უხელმძღვანელებს ბატონი პრემიერ-მინისტრი და კიდევ ერთხელ ხაზგასმა იქნება იმისა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული კავშირი არი ურყევი და ჩვენ ამ შეხვედრის ფარგლებში აღვნიშნავთ იმ მიღწევებს, რომელიც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გვაქვს, როგორიც არის საქართველოს თავდაცვის მზად ყოფნის პროგრამის წარმატებით განხორციელება, როგორიც არის მნიშვნელოვანი თავდაცვითი ტიპის შეიარაღების შესყიდვა,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

დღის ამბები