19 აპრილი 2024,   05:43
ვრცლად
"ბრძოლა გრძელდება! ჩვენ არ გვაქვს დრო, კუს ნაბიჯებით ვიაროთ" - გიორგი ქადაგიძე სტუდენტებს ხვდება

ილიაუნის ბიზნეს სკოლის სტუდენტების გიორგი ქადაგიძეს ხვდებიან. შეხვედრა უნივერსიტეტის B კორპუსში მიმდინარეობს.

სტუდენტები უნივერსიტეტის შენობასთან აქცია-პერფორმანსს მართავდნენ. მათ ილიაუნის E კორპუსიდან მსვლელობით B კორპუსთან გადაინაცვლეს. სტუდენტები ბიზნეს სკოლის გაუქმებას აპროტესტებენ. ახალგაზრდები დეკანის თანამდებობაზე კვლავ გიორგი ქადაგიძის დაბრუნებას ითხოვენ.

გიორგი ქადაგიძემ სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ბრძოლა კვლავ გრძელდება.

„ამბობენ, რომ ეს ამბავი გადაგორდებაო, მაგრამ არაფერი არ გადაგორდება. ბრძოლა გრძელდება! ჩვენ არ გვაქვს დრო, კუს ნაბიჯებით ვიაროთ,“- განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

სტუდენტები უნივერსიტეტში განხორციელებული რეფორმით უკმაყოფილოები არიან, რომელიც ბიზნეს სკოლის ნაცვლად ბიზნესის, განათლებისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ჩამოყალიბებას გულისხმობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები