19 აპრილი 2024,   19:47
ვრცლად
ჯეკ შეფარდის საქმის ახალი დეტალები - ინტერპოლით ძებნილს სავარაუდოდ, კიდევ ერთ ბრალს წაუყენებენ

ჯეკ შეპარდის საქმის ახალი დეტალები - ბრიტანეთის მოქალაქეს, სავარაუდოდ, კიდევ ერთ ბრალს წაუყენებენ. გამოცემა „ტელეგრაფი“ წერს, რომ ინტერპოლით ძებნილი შეპარდი საქართველოში ყოფნის დროს ფულს სხვა ადამიანის გვარითა და სახელით შოულობდა. კომპანია, რომელიც ვებდიზაინსა და ვებგვერდების პროგრამირებაზე მუშაობდა, მსოფლიო ბრენდებს ემსახურებოდა, დამკვეთებს კი ეგონათ, რომ ამ კომპანიის უკან ჯეკ გრანტი იდგა.

კომპანია ”სესილი დიგითალი”, რომლითაც ჯეკ შეპარდი მსოფლიო გიგანტებს, „ეფლს“, „თაიმს“ და „ფერარის“ ემსახურებოდა, მან ბრიტანეთში ცოლის, სარა შეპარდის სახელზე დააფუძნა. ამ ეტაპზე კომპანიის ვებგვერდებზე შესვლა შეუძლებელია, რადგან გათიშულია.

ჯეკ შეპარდის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ბრიტანული მედიით გავრცელებული ბრალდებები აბსურდულია. უფლებადამცველ მარიამ კუბლაშვილის თქმით, შეპარდი 24 მარტს საქართველოში საკუთარი პასპორტით შემოვიდა. ადვოკატი ადასტურებს, რომ ჯეკ შეპარდი საქართველოში საკუთარი პროფესიით მუშაობდა, მას ჰყავდა გუნდი და ონლაინ იღებდა დაკვეთებს. თუმცა, როგორ ეცნობოდა შეპარდი კლიენტებს, ეს ინფორმაცია ადვოკატს არ აქვს.

ყალბი დოკუმენტებით სარგებლობისთვის ბრალის წაყენების მოთხოვნით სკოტლანდიარდს საქართველოს ძალოვანი უწყებებისთვის ჯერ არ მოუმართავს. ბრიტანელი ბრალდებული სამშობლოში ექსტრადირებაზე ამ დრომდე უარს ამბობს. ლონდონში ექსტრადირების შემთხვევაში მას შარლოტა ბრაუნის არაგანზრახ მკვლელობისთვის 6-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ასევე, ჩხუბისა და დაზიანების მიყენების ბრალდებით გამოძიება კიდევ ერთ საქმეზე ინგლისში მიმდინარეობს.

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები