17 აპრილი 2024,   02:46
ვრცლად
იტალიაში ქურდობის და ძალადობის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს 3 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს

იტალიაში ქურდობისა და ძალადობის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს 3 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დანაშაული გასული წლის აპრილში, ქალაქ პარმაში მოხდა.

2 შეიარაღებული მამაკაცი ერთ-ერთ მაღაზიაში შეიჭრა და 10 ათასი ევროს ღირებულების ნივთები გაიტაცა. თავდასხმის დროს მათ მაღაზიის მეპატრონე, 86 წლის ქალი გაკოჭეს. ერთ-ერთი თავდამსხმელი პოლიციამ რამდენიმე თვეში დააკავა, მეორე ეჭვმიტანილი კი, ამ დრომდე იძებნება.

დღის ამბები