24 აპრილი 2024,   05:57
ვრცლად
ხანძარი სადგურის მოედანზე - ცეცხლს 16 სახანძრო ბრიგადა აქრობს

ხანძარი თბილისის ცენტრში, თბილისი არენას სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრი "ქალაქის გული" იწვის, რომელიც ერთი წლის წინ ერთხელ უკვე დაიწვა. ცეცხლი ჯერ პურ-ფუნთუშეულის საცხობში გაჩნდა და მალევე მეორადი ტანსაცმლის საწყობს მოედო. ხანძარი 200კვმ-ზე გაჩნდა, თუმცა მასშტაბები ყოველწუთიერად იზრდება. ადგილზე 16 სახანძრო მანქანა მუშაობს. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.  

"საათნახევარია ებრძვის სახანძრო... რაცხას ყიდიდა გაჭირვებული ხალხი და..."-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ადგილზე იმყოფება დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილიც, რომელიც აცხადებს რომ ყველა საჭირო სამსახური ადგილზე მობილიზებულია. 

"მე ვიცი მხოლოდ ფაქტი, რომ ხანძარი გაჩნდა მეორადი ბაზრის საწყობში, რომელიც კაპიტალურად არის აღდგენილი შარშანდელი ხანძრის შემდეგ. მეხანძრეები ძალიან სწრაფად მოვიდნენ," - ირმა ზავრადაშვილი.

ფოტორეპორტაჟის სანახავად მიჰყევით ბმულს.

დღის ამბები