25 აპრილი 2024,   16:59
ვრცლად
"მშვიდობა და უსაფრთხოება ახლო აღმოსავლეთში"- ვარშავაში საერთაშორისო მინისტერიალი მიმდინარეობს

"მშვიდობა და უსაფრთხოება ახლო აღმოსავლეთში"- ვარშავაში ამ სახელწოდების საერთაშორისო მინისტერიალი მიმდინარეობს. 

შეერთებული შტატების მიერ ორგანიზებულ კონფერენციას 60-ზე მეტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი და ოფიციალური პირი ესწრება. მონაწილეები ირანიდან მომდინარე საფრთხეებს, ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო პროცესს, ასევე სირიისა და იემენის კონფლიქტებს განიხილავენ.

შეხვედრაზე ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ქვეყნებს თანამშრომლობის ახალი ეტაპის დაწყებისკენ მოუწოდა. კონფერენციის ერთ-ერთი მიზანი სწორედ არაბულ სახელმწიფოებსა და ისრაელს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაა.

დღის ამბები